ჭადრაკი Tv-ს შესახებ
ხედვა:
თუ "ჭადრაკი არის გონების ტანვარჯიში", როგორც ეს ფრანგმა მეცნიერმა და ფილოსოფოსმა ბლეზ პასკალმა თქვა, მაშინ მიგვაჩნია, რომ ის უნდა იყო ყველგან: ბაღში, სკოლაში, უნივერსიტეტში, კორპორაციებში და საჯარო დაწესებულებებში, რადგან გრძელვადიანმა კვლევებმა აჩვენეს, რომ იმ სკოლებში სადაც ჭადრაკი ისწავლება, ბავშვები წარმატებას ყველა საგანში აღწევენ.
მისია:
ჩვენი მისიაა საქართველოში საზოგადოების ფართო ფენების ჩართვა საჭადრაკო ცხოვრებაში, მათთვის საგანმანათლებლო, შემეცნებითი, საინფორმაციო და გასართობი მედია პროდუქტების შეთავაზების გზით.
მიზანი:
ჩვენი მიზანია ჭადრაკის პოპულარიზაცია. გვსურს საზოგადოების ფართო ფენებს გავაცნოთ რა ხდება ჭადრაკის სამყაროში, გავუღვივოთ მათ ჭადრაკისადმი ინტერესი, დავაინტერესოთ ბავშვები ჭადრაკით, მოვახდინოთ ზეგავლენა ბავშვებს შორის ჭადრაკის სწავლებაზე.
ამოცანები:
• საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის, საქართველოს საჭადრაკო კლუბების და რეგიონული ფედერაციების საქმიანობისა და მათ მიერ ორგანიზებული ღონისძიებების გაშუქება;
• საერთაშორისო ტურნირებისა და ზოგადად ჭადრაკის სფეროში საერთაშორისო მოვლენების გაშუქება;
• სასწავლო, საგანმანათლებლო-შემეცნებითი და გასართობი გადაცემების მომზადება;
• შევიძინოთ და ქართულად გავახმოვანოთ ისეთი პროგრამები და ფილმები, რომლებიც საინტერესო იქნება არა მხოლოდ პროფესიონალი მოჭადრაკეებისა და ჭადრაკის მოყვარულთათვის, არამედ ნებისმიერი მაყურებლისთვის, რათა ბავშვებს და მშობლებს გავუღვივოთ ინტერესი ჭადრაკისადმი, დავარწმუნოთ ისინი ჭადრაკის სწავლის მნიშვნელობაში;
• ხელი შევუწყოთ საზოგადოების წარმომადგენლებს, რომ მათ თავისი წვლილი შეიტანონ ჭადრაკის პოპულარიზაციასა და განვითარებაში;
• დადებითი ზეგავლენა მოვახდინოთ ბავშვებს შორის ჭადრაკის გავრცელებაზე და ხელმისაწვდომი გავხადოთ ჭადრაკის სწავლება ყველა ბავშვისთვის, განსაკუთრებით რეგიონებში;
• ვუზრუნველვყოთ ტელევიზიის ფინანსური დამოუკიდებლობა.
პოტენციური აუდიტორია:
სატელევიზიო კონტენტი გათვლილი იქნება არა მხოლოდ მოჭადრაკეებზე და ჭადრაკის მოყვარულებზე, არამედ საქართველოს მოსახლეობის ყველა ფენაზე და ასაკობრივ ჯგუფზე.

შესაბამისობის დეკლარაცია

თვითრეგულირება

წლიური ანგარიშები




FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
მსგავსი სტატიები არ მოიძებნა
ცნობილი ადამიანების გამონათქვამები