ჰარი ნელსონ პილსბერი
ფოტორეპორტაჟი


ამერიკელი მოჭადრაკე ჰარი ნელსონ პილსბერი განსაკუთრებით გამოირჩეოდა სეანსების ჩატარებით. მან სახელი იმით გაითქვა, რომ ერთდროულად თამაშის სეანსებს თვალახვეული ატარებდა. ერთხელ მან უნიკალური ატრაქციონი მოაწყო : ბრმად ითამაშა ერთდროულად თორმეტ დაფაზე ჭადრაკი, ექვს დაფაზე- შაში .. და ვისტის ერთი პარტია.. ამ გამოსვლის წინ კი მან მონაწილეებს შესთავაზა , ნებისმიერი სირთულის 30 სიტყვა დაეწერათ . ოპონენტებმა გამომგონებლობის მაქსიმუმი გამოამჟღავნეს და ჩამონათვალში ისეთი სიტყვები ჩაწერეს , როგორებიც არის ,,ამბროზია" ,, თეოსოფია" ,,კატეხიზმო" და მსგავსი.
პილსბერიმ თვალი შეავლო ჩამონათვლას და ყველა სიტყვა პირდაპირი და უკუთანმიმდევრობით გაიმეორა.
სწორედ პილსბერის მიერ ჰავანასა და მოსკოვში ჩატარებული თვალახვეული თამაშის ერთდროულმა სეანსებმა მოახდინა უდიდესი შთაბეჭდილება ნორჩ კაპაბლანკასა და ალიოხინზე და მსოფლიოს მომავალი ჩემპიონებისთვის დამატებით იმპულსად იქცა, ამ ძველი და ბრძნული თამაშისთვის მიეძღვნათ თავი .
Harry Nelson Pillsbury


FaceBook Twitter
ცნობილი ადამიანების გამონათქვამები