ვასილ სმისლოვი
ფოტორეპორტაჟი
დღეს მსოფლიოს მე-7 ჩემპიონს ვასილ სმისლოვს 98 წელი შეუსრულდებოდა,
რომელმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა XX საუკუნის ჭადრაკის ისტორიაში.❤️
  • ვასილ სმისლოვი ბარიტონი იყო, ის მონაწილეობდა ვოკალისტთა კონკურსში, რომელიც მოსკოვის დიდ თეატრში გაიმართა. მან წარმატებით დაძლია ორი ტური, უნდოდათ მისი ჩარიცხვა დიდი თეატრის სოლისტად, მაგრამ წაუყენეს აუცილებელი პირობა - თავი უნდა დაენებებინა ჭადრაკისათვის. სმისლოვმა სიმღერას მაინც ჭადრაკი ამჯობინა.
  • 1948 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მოიპოვა ვერცხლის მედალი. ( ჩემპიონი მიხეილ ბოტვინიკი გახდა)
  • 1950 წელს კანდიდატთა ტურნირზე მოიპოვა ბრინჯაოს მედალი და გახდა საერთაშორისო დიდოსტატი.
  • 1953 წელს სმისლომა მოიგო ცნობილი კანდიდატთა ტურნირი, რომელიც ციურიხში გაიმართა. მან ორი ქულით ჩამოიტოვა ისეთი მოჭადრაკეები, როგორებიც იყვნენ:კერესი,რეშევსკი,ბრონშტეინი.
  • სმისლოვსა და ბოტვნიკს შორის პირველი დაპირისპირება ფრედ დასრულდა, მაგრამ ვასილმა შემდეგი კანდიდატთა ტურნირიც მოიგო და ბოტვინიკთან თამაშის უფლება მოიპოვა, რომელიც ამსტერდამში გაიმართა. 1957 წელს სმისლოვსა და ბოტვინიკს შორის დაპირისპირება 12.5 -9.5დასრულდა და სმისლოვი გახდა მსოფლიოს მე-7 ჩემპიონი.
FaceBook Twitter
ცნობილი ადამიანების გამონათქვამები